пятница, 7 февраля 2014 г.

ტრენინგის  მეცხრე  დღე  

          
        დიდი ემოციებით დაიწყო დღევანდელი დღე. გავაკეთეთ  პროექტის  პრეზენტაციები.  შევაფასეთ ერთმანეთის ნამუშევრები.
კმაყოფილი ვარ ჩემი  და  ჩემი კოლეგების მუშაობით. ბლოგზე ავტვირთეთ ჩვენი ნამუშევრები.
    
 






                                                                                             კმაყოფილი ვარ მიღებული ცოდნისა და  გამოცდილების, გულიც კი მწყდება რომ  ვამთავრებთ, დიდი  მადლობა  დიანას და  ჩემს  ჯგუფის  წევრებს თანამშრომლობისთვის.



                         

                ტრენინგის  მერვე  დღე

          განვიხილეთ ერთმანეთის საქაღალდეები, უკუკავშირის საფუძველზე ჩავასწორეთ ნამუშევრები, ვიმუშავეთ მოდულზე ფასილიტაცია ტექნოლოგიებით, როგორ შევქმნათ სასწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნებული სწავლების 




წარმართვისას, ასევე, ვიმსჯელეთ, როგორ 
გამოვიყენოთ   ტექნოლოგიები    ჩვენი 
პროდუქტიულობის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის   გაუმჯობესებისთვის.
ტრენინგის  მეშვიდე  დღე



      ამ დღეს ერთმანეთს გავუზიარეთ მოსწავლის ნაშრომების ნიმუშები, მოვახდინეთ უკუკავშირი, ვიმსჯელეთ  როგორ უზრუნველვყოთ პროექტის ფარგლებში მოსწავლეთა მიზნების მიღწევა,გავეცანით  VII  და  VIII  მოდულებს. 
              ვისაუბრეთ   დიფერენცირებულ  სწავლებაზე, გავიხსენეთ გარდნერი და გავეცანით სიახლეებს.
   









ტრენინგის  მეექვსე  დღე



             გავაკეთეთ  პრეზენტაციები,  შევაფასეთ  ერთმანეთის  ნამუშევრები,  გავაკეთეთ  უკუკავშირი,  განვიხილეთ  მოდული  4,    ავტვირთეთ  მზა  პრეზენტაციები.  დავათვალიერეთ  რესურსები  სასწავლო  ნიმუშების  შექმნაზე, გავეცანით  თეორიულ  მასალას,  დავუკავშირეთ ინტერნეტის გამოყენება 21-ე საუკუნის სააზროვნო უნარების განვითარებას. ვნახეთ შეფასების ნიმუშები და მუშაობა დავიწყეთ მათ შესრულებაზე.





            ტრენინგის  მეხუთე  დღე

გავიხსენეთ  საპრეზენტაციო პროგრამა,  გავეცანით  მესამე მოდულს, განვიხილეთ  დროში  გაწერილი  შეფასების  გეგმა,  საავტორო  უფლებები, უკუკავშირი, გავაკეთეთ  ჩვენი   პროექტების  პორტფოლიოს  პრეზენტაცია.  ვნახეთ  გამოყენებული  ლიტერატურის   მარტივი  შაბლონი.


                   ტრენინგის  მეოთხე  დღე

       გავეცანით შეფასების  სტრატეგიებს, მეთოდებს__განმავითარებელი, განმსაზღვრელი   ფორმების  შესახებ. შაბლონში  ჩავწერეთ  შეფასების  გეგმა.დავადგინეთ  მოსწავლეთა წინარე  ცოდნის  გამოსავლენი  სტრატეგიები.  საკუთარი  პროექტისათვის  შევქმენით  შეფასების  ფორმა.  ვისწავლეთ  ცხრილის    შექმნა  word_ში.

          დავათვალიერეთ  და  განვიხილეთ  ერთმანეთის ნამუშევრები,  შაბლონები.
       დავგეგმეთ  პრეზენტაციები.  დავიწყეთ  პრეზენტაციის  მონახაზზე  საუბარი.




ტრენინგის  მესამე  დღე

პროექტზე  დაფუძნებული  სწავლების  სტანდარტის  შედეგზე  გასვლის  მიზნით  ერთმანეთს  გავუზიარეთ  ჩვენი  მოსაზრებები,  ჩვენი  ბლოგები, სურათები  ავტვირთეთ   google-draiv-ში.  ერთმანეთს  ბლოგზე  გავუკეთეთ  კომენტარი.  განვიხილეთ  პროექტის  თემატური, ზოგადი  და  შინაარსობრივი  კითხვები.  ვიმუშავეთ  word-ში, ვისწავლეთ  ბუკლეტის  ატვირთვა,მაკრატლის  გამოყენება.
ძალიან  სასიამოვნოა  დიანასთან  და  ჯგუფთან  მუშაობა.











  





           ტრენინგის  პირველი-მეორე დღე



           ტრენინგზე  მოვდიოდი  მოლოდინით, რომ  შევიძენდი ახალ  ცოდნას  პროექტის სწავლებაზე, განვამტკიცებდი  21-ე საუკუნის  უნარ-ჩვევებს,  სიახლე  არის ელექტრონული  წიგნით  სარგებლობა, ინტელის  სასწავლო  კურსის  მნიშვნელობა.
       პირველ  დღეს  შევქმენით საქაღალდეები, ჩვენი  ელექტრონული  რესურსებისათვის, დავათვალიერეთ  გეგმები,დავგეგმეთ სასწავლო  ღონისძიებების   პროცესი.
ვისაუბრეთ  მესამე  კლასის  სტანდარტებზე.  ვისწავლეთ  პოსტების   გამოქვეყნება. დავგეგმე  ჩემი  პროექტი.
        ძალინ  საქმიანი  და სასიამოვნო  გარემოა  და  რაც მთავარია  პროდუქტიული.